3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში 2 მატჩი დათმო

cover mink 3x3 ceurobasket

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტი აიღო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა 3X3 კალათბურთში. კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდი საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვის. 21 აგვისტოს გაიმართა ჯგუფური ეტაპის 2 ტური, ხოლო დღეს, საღამოს გუნდები მე-3 მატჩებსაც გამართავენ და პლეი ოფში გამსვლელებს გამოავლენენ.

სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა პირველი დღე ქართველებისთვის. საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც კოტე ბიწაძე, ტარიელ ზუზაძე, ვასილ კუტალაძე და მიხეილ ჯაჯვანი იცავენ, ტურნირის პირველი მატჩი მასპინძელ ბელარუსთან 10:19 წააგო. არადა, ბელარუსს ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, იტალიურ რიჩიონეში მოუგეს.

ქართველების მეორე მეტოქე საკმაოდ ძლიერი თურქეთი იყო, რომელთან შეხვედრაც ჩვენებმა 11:19 დათმეს, რითაც ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეიმცირეს. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მორიგი მეტოქე ისრაელი იქნება, რომელმაც … შეხვედრა თბილისის დროით 19:10 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გადის.