საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა

cover miniaturaaa

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. კოტე ბიწაძის, ტარიელ ზუზძის, მიხეილ ჯაჯვანისა და ვასო კუტალაძის შემადგენლობით ქართველთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აკლია.

იტალიის საკურორტო ქალაქ რიჩიონეში თავი 9 გუნდმა მოიყარა, რომელთაგან 21-23 აგვისტოს გასამართი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ბელარუსს აღნიშნული ფორუმის საგზური მოპოვებული ჰქონდა. სწორედ ბელარუსი მოხვდა ქართველების – ხუთგუნდიან ჯგუფში. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფიდან 1 გუნდი მეოთხედფინალის მიღმა უნდა დარჩენილიყო (მეორე ჯგუფში 4 გუნდი იყო) და ეს გუნდი აღოჩნდა ბელარუსი. გადამწყვეტ მატჩში ქართვეკებმა ბელარუსები 20:14 დაამარცხეს.

 

ქართველებმა მანამდე 3 შეხვედრა გამართეს. პირველივე მატჩში შეეძლოთ ჩვენებს მეოთხედფინალის საგზურის თითქმის განაღდება, მაგრამ ესპანეთთან დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით – 15:16 წააგეს. შემდეგ იყო სუსტი მატჩი (10:21) მასპინძელ იტალიასთან და ამას მოყოლილი სერბეთთან 16:20 მარცხი. სერბებმა ჯგუფის ბოლო მატჩში ესპანეთი 12:10 დაამარცხეს და ამის წყალობით აართვეს ქართველებს მე-3 ადგილი.

საქართველოს ნაკრები 26 ივლისს მეოთხედფინალში მეორე ჯგუფში პირველზე გასულ პოლონეთს შეხვდება. მეოთხედფინალის მომგები გუნდები ევროპის ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ. რიჩიონეს შესარრჩევ ტურნირის მე-5 ევროსაგზური მეოთხედფინალში დამარცხებულ გუნდებს შორის გათამაშდება.

მეოთხედფინალი

26 ივნისი. თბილისის დრო

ესპანეთი – სლოვაკეთი          18:00

იტალია – ბულგარეთი          18:00

თურქეთი – სერბეთი             18:20

პოლონეთი – საქართველო    18:20

 

პირდაპირი ტრანსლაცია მითითებულ დროს დაიწყება აქ:

 https://www.youtube.com/watch?v=kmfMP-g9ERQ