სპორტის დღესთან მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირში “აკადემიამ” იმარჯვა

cover  3x3   sportis dge 2015

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით კუს ტბაზე მრავალი სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელთა შორისაც საკუთარი ადგილი კალათბურთს ეკავა. 3X3 კალათბურთის ტურნირი მოზარდებს შორის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

კუს ტბაზე, საფეხბურთო მოედნის გვერდით გაიშალა 3X3 კალათბურთის ევროსტანდარტების მოედანი, რომელზეც 2003 წელს დაბადებულთა ტურნირი ჩატარდა. გამარჯვებული გახდა საკალათბურთო აკადემიის გუნდი.

გამარჯვებულები სპეციალური თასითა და მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი დოლიძე, რომელსაც ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა.