3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა LRG–მა რუმინეთში World Tour Challange-ზე იასპარეზა

3x3 cover lrg

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა გუნდმაL.R.G-მა რუმინეთში, მსოფლიო ტურის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზა. ტატო ჩაჩიბაიამ, მიხეილ ფანჩულიძემ, გიორგი ბოხუამ და კირილე ტატუნაშვილმა რუმინული ტურნირის საგზური საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვეს. რუმინეთულ ტურნირზე ტრავმირებული გიორგი ბოხუა გიორგი ოთიაშვილმა ჩაანაცვლა. L.R.G-ის ტურნირზე გამგზავრება 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორმა, ტურისტულმა კომპანია „თრეველინმა“ უზრუნველყო.

მსოფლიო ტურის შესარჩევს, სახელწოდებით RAIFFEISEN BANK CHALLENGER-ს ბუქარესტმა 26-27 ივლისს უმასპინძლა და მასში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებულს ჯილდოდ 23-24 აგვისტოს, პრაღის მსოფლიო ტურის საგზური ერგებოდა.

ბუქარესტში თავი მოიყარეს ალბანეთის, ანდორას, სერბეთის, ხორვატიის, კოსოვოს, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მაკედონიის, საქართველოსა და რა თქმა უნდა, რუმინეთის გუნდებმა. 16 მონაწილე 4 ჯგუფში იყო განაწილებული და სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასპინძლებისადმი მიკერძოებული მსაჯობა იყო. L.R.G. ჯგუფში მოხვდა კოსოვოს, ესპანეთის და რუმინეთის გუნდებთან. ქართველებმა კოსოვოელები 13:10 დაამარცხეს, ხოლო მომავალ ჩემპიონ ესპანელებთან შეხვედრა 14:21 დათმეს. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს, ქართველები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა სხვადასხხვა მაქინაციების გამოყენებით L.R.G-ს ქულა დააკლეს და საბოლოოდ მასპინძლებმა 21:19 იმარჯვეს.

როგორც უკვე ვთქვით, ქართველების ჯგუფში მყოფმა ესპანურმა გუნდმა – Palo Peak-მა მოიგო, რომელმაც ფინალში სხვა რუმინული გუნდი – tricolori 21:13 დაამარცხა. რაც შეეხება ქართველების ჯგუფიდან გასულ რუმინულ Rahova’s Finest-ს, იგი სერბულ გუნდთან 11:19 დამარცხდა.