3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი 13 ივლისს ,,Tbilisi Mall”-ში გაიმართება

3x3 gverdi cover 2014

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 13 ივლისს, „თბილისი მოლში“ გაიმართება. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 12 ივლისი, თუმცა ამ დღეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო ფინალურმა ეტაპმა ერთი დღით, 13 ივლისს გადაიწია.

ფინალურ ეტაპში 16 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 11 ქალაქში გამართული შესარჩევი ტურნირების შედეგად შეირჩა. დედაქალაქიდან ფინალში საუკეთესო 6 გუნდი გავიდა, დანარჩენი რეგიონებიდან კი ფინალში თითო საუკეთესო გუნდი მოხვდა.

„თბილისი მოლში“ ფინალური ეტაპი 13:00 საათზე დაიწყება. ასევე გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. ფინალური მატჩის წინ, 19:00 საათზე გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო სვანიძის მედია-ტურნირის ფინალი. „ბაჩოს თასი“ 29 ივლისს გაიმართა და ფინალში გასულმა გუნდებმა კალათბურთის ფედერაციისგან 3X3 კალათბურთის მაისურები მიიღეს, რომლებითაც 13 ივლისს, „თბილისი მოლში“ იასპარეზებენ.

19:30 წუთზე გაიმართება 3-ქულიანების კონკურსის ფინალი, 19:45 წუთზე ერთმანეთს ჩატენვების კონკურსის ფინალისტები შეეჯიბრებიან, 20:00 საათზე კი საქართველოს 3X3 ჩემპიონატის ფინალური მატჩი დაიწყება.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორია კომპანია „სამსუნგი“. გენერალური პარტნიორი „ბორჯომი“. ტურნირის ოფიციალური მასპინძელია „თბილისი მოლი“, პარტნიორი კი – ტურისტული კომპანია „თრეველინი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდის გამგზავრებას უზრუნველყოფს რუმინეთში, 3X3 კალათბურთის ევროტურის ერთ-ერთ ეტაპზე.

გუნდების საყურადღებოდ!

– მოთამაშის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება 12 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე (საკონტაკტო ტელ: 551770033).

– 13 ივლისს 12:00 საათიდან დაიწყება წინასწარი რეგისტრაცია, რომელზეც აუცილებელია გუნდის მინიმუმ 1 წარმომადგენლის გამოცხადება, რომელმაც თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,

    – მოთამაშეებს დაურიგდებათ გუნდის ბეიჯები და ფორმები, რომლის გარეშეც მოედანზე ვერ შევლენ.

    – თამაშების კალენდარი და განრიგი განთავსდება საიტზე www.3X3planet.com

  – თამაშები დაიწყება 13:00 საათიდან.