შეკრებიდან დაბრუნებულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

შეკრებიდან დაბრუნებულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში ჩაატარა

ორკვირიანი მოსამზადებელი ტურნედან დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში განაახლა. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ნიკოლოზ ცქიტიშვილი შეუერთდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ “სიეტლ სუპერსონიქსთან” კონტრაქტი გააფორმა და რეი ალენისა და რაშარდ ლიუისის თანაგუნდელი გახდა. ცქიტიშვილი ლუქსემბურგთან მატჩისთვის საუკეთესო ფორმაში შესვლას შეეცდება. შეხვედრამდე ყველა ვარჯიში დახურული იქნება, ხოლო ლუქსემბურგთან მატჩის მერე სპორტის სასახლეში გაიმართება პრესკონფერენცია.